ადვოკატთა ასოციაციიის სასწავლო ცენტრი და იუსტიციის სასწავლო ცენტრი ესწრაფვიან რა, საქმიანობის წარმატებით განხორციელებას და ითავისებენ რა, პროფესიულ მოხელეთა ინსტიტუტის დამკვიდრების მნიშვნელობას, ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის, საკუთარი კომპეტენციის გათვალისწინებით, შეთანხმდნენ და გააფორმეს მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც:
ა) იუსტიციის სასწავლო ცენტრს, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრისგან გადაეცა ელექტრონული საგამოცდო სისტემა. მრავალფუნქციური ტესტირების პროგრამა სპეციალურად საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის არის შექმნილი და საშუალებას იძლევა უსაფრთხო ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოხდეს აპლიკანტთა გამარტივებული წესით რეგისტრაცია, ტესტირება, შედეგების მყისიერი დაჯამება და მათი გასაჩივრება. ახალი ტესტირების პროგრამა იუსტიციის სასწავლო ცენტრს საშუალებას მისცემს დახვეწოს ტესტირების მეთოდოლოგია და შეიმუშაოს შეფასების განსხვავებული ინსტრუმენტები, გარდა ამისა პროგრამა ხელს შეუწყობს ცენტრის ტესტირების მიმართულების გაძლიერებას და მის თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებას.
ბ) ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს მიეცა შესაძლებლობა იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე დაგეგმოს და ორგანიზება გაუწიოს საგანმანათლებლო ღონისძიებებს ადვოკატებისთვის და დაინტერესებული იურისტებისთვის.